2003 ნომერი 9 ვანის ნაქალაქარზე გამოვლენილი დამღიანი კრამიტის ერთი ჯგუფის იდენტიფიკაციისათვის შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: დიმიტრი ახვლედიანი |
ვანის ნაქალაქარზე გამოვლენილი ელინისტური ხანის კრამიტი წარმომავლობის მიხედვით სამ ჯგუფად გვქონდა დაყოფილი: ადგილობრივი, ანუ კოლხური (სამეფო დამღიანი და ნიშნიანი), სინოპური და არაიდენტიფიცირებული საწარმოო ცენტრის. ეს უკანასკნელი წარმოდგენილია ბრტყელი, ყავისფერკეციანი კრამიტის ფრაგმენტების სახით... |
2003 ნომერი 9 ქრისტიანული სახისმეტყველების უძველესი პლასტები ინგილოურ ზეპირსიტყვიერებასა და ორნამენტიკაში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: მაია ბარიხაშვილი |
ჰერეთი, საქართველოს ძირძველი კუთხე, 1921 წლიდან შევიდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში და სამ ადმინისტრაციულ რაიონად დაიყო: (კახის, ზაქათალის და ბელაქნის). საქართველოს ძირძველი კუთხე დღეს საინგილოს სახელით არის ცნობილი. საინგილო მას შემდეგ დაერქვა, როცა შაჰ-აბასი შემოესია საქართველოს. კახეთიდან ორასი ათასი ქართველი გადაასახლა ფერეიდანში, ამ დროს ჰერეთის მოსახლეობის ნაწილი გაამაჰმადიანა და გამაჰმადიანებულ ქართველებს "იენგილოვ", "იენგილარ" უწოდა, რაც მათ ენაზე ნიშნავს ახლად მორჯულებულებს. |
2003 ნომერი 9 შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
ნაშრომი გამოქვეყნდა ქ. ბონში (გერმანია) და როგორც თავად ავტორმა მოგვაწოდა ინფორმაცია, იგი გერმანიში, სახელდობრ საქართველოს არქეოლოგიაში დაცული პირველი დისერტაციის პუბლიკაციას წარმოადგენს. დისერტაცია მომზადდა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პრეისტორიული არქეოლოგიის ინსტიტუტში ცნობილი მეცნიერის პროფ. ბერნჰარდ ჰენზელის ხელმძღვანელობით. |
2003 ნომერი 9 მსოფლიო ისტორიის საკითხები XIX საუკუნის ქართველი სამოციანელთა პუბლიცისტიკაში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: დავით მალაზონია |
ქართული საზოგადოებრივი აზრი დიდ ინტერესს იჩენს მსოფლიო ისტორიის საკვანძო საკითხებისადმი - უძველესი ეპოქების სოციალური სისტემებისა და კულტურის (ძველ აღმოსავლური, ბერძნულ-ელინური, რომაული) ფორმებისადმი, წარმოაჩენს მეზობელი ხალხების ცივილიზაციასთან ქართველი ტომების ინტენსიურ კავშირ-ურთიერთობასა და მის მნიშვნელობას. |