2003 ნომერი 9 ქართველი ებრაელები და საქართველოს მოსახლეობა შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ქეთევან აბულაძე |
"ებრაელებს არ მოეპოვებათ არცერთი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველოში ებრაელებს აყრილი გვქონდა მოქალაქეობრივი უფლებები ან გვავიწროვებდნენ, რათა უარი გვეთქვა ჩვენს სარწმუნოებაზე... არც ზეპირი გადმოცემა გვაქვს ამის შესახებ" აცხადებს თავის წიგნში ებრაელი მწერალი აბრეკ ბათოშვილი, რაც სრული ჭეშმარიტებაა. |
2003 ნომერი 9 შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: მარინე ბულეიშვილი |
გასული საუკუნის ბოლოს და ჩვენი საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა ნიჭიერი ოსი მწერალი ქალი დარია კონსტანტინეს ასული ვედრებისელი (მალიევა). იგი დაიბადა 1874 წლის ოქტომბერში გორის მაზრის მივარდნილ სოფელ ვედრებისში (ამჟამად ქარელის რაიონი). აქედანვე წარმოსდგება მისი ერთ-ერთი ფსევდონიმი - ვედრებისელი. იგი სწავლობდა ბაქოს ქალთა გიმნაზიაში. გიმნაზიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ იგი აქტიურ საზოგადოებრივ პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ქ. ბაქოში... |
2003 ნომერი 9 ღია წერილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: მოსე ბოროდა |
თქვენო უწმიდესობავ,
|
2003 ნომერი 9 შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ზვიად გამსახურდია |
არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ მე-20 საუკუნე თვისობრივად ახალი საუკუნეა, სხვა წინამორბედ საუკუნეებთან შედარებით. თვით ზედაპირული დაკვირვებითაც ცხადია, რომ იგი, ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისია კაცობრიობის ისტორიაში. ამ ახალი ერის გარიჟრარჟზე საუკუნის, ეპოქის სულმა ახალი, სრულიად განსხვავებული მოთხოვნები წამოუყენა ერებსა და ადამიანებს. შეიცვალა არა მარტოოდენ გარეგანი სახე ჩვენი ცივილიზაციისა, არამედ ინტელექტუალური რელიეფი, კულტურის სპეციფიკა, შეიცვალა არამარტო აზროვნებისა და მეცნიერული თუ მხატვრული ძიებების მიმართულება, შეიცვალა ჩვენი ფსიქიკა, აღმოცენდა ახალი გაგება მოქალაქეობრივი თუ ინტელექტუალური სინდისისა. |