2005 ნომერი 13 ქართლ-კახეთი XVIII ს-ის 35-40-იან წლებში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ნანა სოლოღაშვილი |
1735 წლის 30 ივლისს ქართლ-კახეთი გათავისუფლდა ოსმალთა 12 წლიანი ბატონობისაგან, მაგრამ, ამავე წლის აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოში იწყება "ყიზილბაშობა". ამიერიდან ქართლ-კახეთის მმართველ პირებს ნიშნავდა არა ოსმალეთის, არამედ ირანის ხელისუფლება. ირანის შაჰი მმართველებად ან გამაჰმადიანებულ მეფეებს ნიშნავდა, ან ყიზილბაშ ხანებს. |
2005 ნომერი 13 ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ძირითადი პრობლემები XX საუკუნის 20-იან წლებში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: თორნიკე ღვინიანიძე |
საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 1917 წლის 12 (25) მარტს აღიდგინა ისტორიული ავტოკეფალია, მაგრამ იმთავითვე პრობლემები შეექმნა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის დროებითმა მთავრობამ შეინარჩუნა საეკლესიო სფეროს მაკონტროლებელი ორგანო, ობერპროკურორის თანამდებობა, ამას მიემატა სარწმუნოების სამინისტროს შექმნა, რომელსაც ევალებოდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა მოწესრიგება. |
2005 ნომერი 13 უცხოური კაპიტალის როლი ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობაში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ნინო ოთხოზორია |
საქართველოში რკინიგზის მშენებლობა სამრეწველო კაპიტალიზმის განვითარების მძლავრი ფაქტორი გახდა. XIX ს-ის 60-70 იან წლებში რუსეთის მმართველობამ ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობის საკითხი დასვა. ამიერკავკასიაში რკინიგზის გაყვანა რუსეთს დიდ სარგებელს ჰპირდებოდა. რკინიგზით გაადვილდებოდა ჯარების სწრაფი გადაადგილება. რუსეთის არმიის მხედართმთავარი მიიჩნევდა, რომ რკინიგზის გახსნის შემდეგ შავიზღვისპირა გარნიზონი ორ ბატალიონამდე შემცირდებოდა. |
2005 ნომერი 13 ეროვნულ უმცირესობებს შორის ურთიერთობის პრობლემები საქართველოში XX საუკუნის 80-90-იან წლებში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ქეთევან აბულაძე |
კავკასია უძველესი დროიდან ეთნიკურად და რელიგიურად ჭრელ რეგიონს წარმოადგენდა. ერთა შორის ურთიერთობები დღეს არანაკლებ აღელვებს ჩვენს საზოგადოებას, ვიდრე ეკონომიკური, ეკოლოგიური, დემოგრაფიული თუ სხვა პრობლემები.
|