?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2021 ნომერი 34

30 წლის წინ... (ჩიკაგოს V კავკასიოლოგიური კონფერენციის ექო)

შეტანის თარიღი: 2021-03-27

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

1991 წლის 25 მაისს აშშ-ს ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩატარდა კავკასიის კულტურებისადმი მიძღვნილი მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია. მისი ინიციატორი იყო ბალკანისტიკისა და სლავისტიკის ცენტრთან არსებული კავკასიის შესწავლის საზოგადოება.
მანამდე კი 22-24 მაისს (ამავე ცენტრის ეგიდით) მიმდინარეობდა რიგითი მეშვიდე, საბჭოთა კავშირის არასლავური ენების შესწავლის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ამ კონფერენციაში მონაწილეობის საშუალება მათი ორგანიზატორის, ქ. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის, ბატონ ჰოვარდ არონსონის პირადმა მოწვევამ მომცა. კონფერენციების სამუშაო გეგმა მეტად მრავალფეროვანი და საინტერსო გახლდათ.



ա | բ | 1 | 2 | 3
Powered by BootstrapMade